ფლორენს სკოველ შინი (1871-1940) იყო ამერიკელი მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი, ლექტორი და მეტაფიზიკოსი. 1925 წელს გამოსცა ნაშრომი The Game of Life and How to Play It („ცხოვრება თამაშია: როგორ ვიცხოვროთ“), რომელმაც შინს, როგორც მეტაფიზიკოსსა და ავტორს, განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. შინის ფილოსოფიური ნააზრევი ეყრდნობა ბიბლიას, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრების წარმმართველი შეიძლება გახდეს. წიგნში ავტორისეული ხედვა და მსოფლმხედველობა დასაბუთებულია ადამიანების ისტორიებითა და თვით შინის ცხოვრების ეპიზოდებით, შეგონებებითა და ბრძნული გამონათქვამებით, რომლებიც წიგნს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ფლორენს სკოველ შინის კალამს ეკუთვნის აგრეთვე ნაშრომი The Secret Door to Success („საიდუმლო კარი წარმატებისკენ“), რომელიც 1940 წელს გამოიცა. ლუიზ ჰეიმ, მსოფლიოში ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და მეტაფიზიკის მასწავლებელმა, 2013 წელს გამოსცა შინის ნაშრომი The Magic Path of Intuition („ინტუიციის ჯადოსნური გზა“), რომელიც ავტორის სიცოცხლეში არასდროს დაბეჭდილა.
მიწოდება ხორციელდება 1-3 სამუშაო დღეში მთელ საქართველოში. უფასო მიწოდება 50₾-ს ზემოთ შეკვეთებზე, ხოლო შემდეგ შემთხვევებში მიწოდების ღირებულებაა 5.00 ₾.