ეთერ ჭურაძემ მიიღო ფილოლოგიის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მაგისტრის ხარისხი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, ამერიკისმცოდნეობის სპეციალობით; იყო მიწვეული მკვლევარი დოქტორანტი ლიდსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) თარგმანმცოდნეობის ცენტრში. მისი კვლევები მოიცავს ამერიკულ ლიტერატურას, მხატვრული თარგმანის კრიტიკასა და პოლიტიკას. დღეს ეთერ ჭურაძე გამომცემლობა „ტალანტარეს“ მთარგმნელი, რედაქტორი და კოპირაიტერია.